„მოამბე“ 10 საათზე, 8 თებერვალი, 2019
• ერგნეთის შეხვედრაზე დღეს ქართული მხარე სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ სათვალთვალო კოშკურის აღმართვის საკითხს დააყენებს;
• დავით აღმაშენებლის მეფედ კურთხევიდან 930 წელი შესრულდა – დავითობის დღესასწაულს ქუთაისში მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავენ;
• დაარსებიდან 101 წლის იუბილეს აღნიშნავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარედგინა