„მოამბე“ 10 საათზე, 17 დეკემბერი 2018
• შსს ყველა იმ შესაძლო დარღვევას შეისწავლის, რაც კახეთში გუშინ გამართული საპროტესტო აქციის დროს მოხდა;
• ველისციხესთან დაშავებულმა რამდენიმე პოლიციელმა თელავის საავადმყოფო ღამით დატოვა;
• ოპოზიცია ახალ სამოქმედო გეგმაზე იწყებს მუშაობას – რას აპირებენ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, დღეს, 12:00 საათისთვის გახდება ცნობილი;
• პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო დღე საქართველოში ჩამოსული სხვადასხვა დელეგაციის წევრებთან შეხვედრებით დაიწყება.