ცეცხლის გარდამოსვლა - ტრანსლაცია მაცხოვრის აღდგომის ტაძრიდან

იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მორწმუნეები წმიდა ცეცხლის გარდამოსვლისთვის ემზადებიან.

იერუსალიმის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ცეცხლის გარდამოსვლაზე დასწრების მსურველები დღეს, დილის ცხრიდან ათ საათამდე მივიდნენ ახალ კარიბჭესთან, საიდანაც პოლიციამ და საპატრიარქოს წარმომადგენელებმა კორონავირუსზე ვაქცინირებული პირები ქრისტეს საფლავის, იგივე აღდგომის ტაძარში შეუშვეს. ვისაც არ ჰქონდა გაკეთებული კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე დარჩნენ.

წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.