უკვდავქმნილი – მარიამ დადუნაძე

17:19, 16.04.2018

  ა-რს იდუმალი უკუნისამდე

 ბ-ევრის მნახველი ენა ქართული,

„გ-მირთა ვარამის“ დიად სიტყვებში

 დ-უღს დიდებული ჩვენი წარსული.

 ე-სოდენ უცხო და მშვენიერი,

 ვ-აზის მამულში რომ გაჩენილა,

ზ-არზმის და ოშკის ტაძრის კედლებზე

თ-ავმოწონებით ამოკვეთილა!

ი-ვერიის მზით გაბრწყინებული,

კ-ოლხეთის ველზე ამოქარგული,

ლ-ოცვის მადლით და უფლის შეწევნით

მ-არგალიტებად შემონახული.

ნ-უთუ ენამაც გამოიარა

ო-ხვრა, გოდება და სინანული,

პ-ატიჟთა წყლულებს გამკლავებოდა

ჟ-ამით ჟამამდე  ის სიყვარულით.

რ-ოს აქამომდე „ვეფხისტყაოსნით“

ს-უნთქავს და ცოცხლობს ბგერა ქართული,

ტ-კბილ ნანასავით ამღერებული,

უ-კვდავებასთან  ზიარებული.

ფ-აფარაშლილი მერანი არის,

ქ-არქაშში ხმალი ჩაუგებელი,

ღ-ელავს, დუდუნებს ვითარცა მტკვარი

ყ-ველა ავ-კარგი ამბის მთხრობელი.

შ-ოთას, ილიას და ვაჟას ენავ,

ჩ-ვენგან შემკულო  ქება-დიდებით,

ც-იური მადლით გაბრწყინებულო,

ძ-ველისძველი ხარ, გაგიფრთხილდებით!

წ-ილად გხვდა იყო თოთხმეტთაგანი,

ჭ-არმაგს და დიადს გშვენის დიდება,

ხ-მლებით დაცული ჩვენი ანბანი

ჯ-ვრის მფარველობით მარად იქნება.

ჰ-ოი, ქცეულო უკვდავ ქმნილებად!

მარიამ დადუნაძე

175-ე საჯარო სკოლის მოსწავლე

მსგავსი