თამუნა ჯინჭველეიშვილი - ის ღიმილი...
თამუნა ჯინჭველეიშვილი - ის ღიმილი...

ის ღიმილი…

 

ვალდესი: შვიდი ნოტი, თუ შეიძლება.

გამყიდველი: შვიდივე?

ვალდესი: დიახ, შვიდივე. დო! რე! მი! ფა! სო! ლა და სიც!

გამყიდველი: კი, მაგრამ შვიდივე რაში გჭირდებათ?

ვალდესი: ხმებთან საბრძოლველად.

გამყიდველი: ძვირი დაგიჯდებათ.

ამ სიტყვებს ვალდესი გამყიდველისთვის არაფრისმთქმელ ღიმილს აყოლებს. ღიმილის კუთხეში იმედის შრამს  მხოლოდ იქვე დახლთან მჯდომი მოწყალებისთვის ხელგამოწვდილი მუსიკოსი ამჩნევს, რომელიც მსგავს შრამს დაფლეთილი კაშნეთი მალავს.

ვალდესი: მაინც რამდენი?

გამყიდველი: ნახევარი სიცოცხლე!

ვალდესი: ინებეთ.

ისევ ის ღიმილი…

 

თამუნა ჯინჭველეიშვილი. 16 წლის. სამტრედიის N4 საჯარო სკოლა.