იქ,სადღაც ციხე იწყება … მის ჩაბნელებულ დერეფნებში, მე ვხედავ უჩვეულოს, იმდენად უცნაურს, ამაზრზენს, რომ ვარსკვლავებიან ცაში ვარსკვლავებიც კი აღარ ანათებენ. მივდივარ საზღვართან, უსასრულობის საზღვართან და უკვე ვიკარგები . იმდენად ახლოს ვარ დაკარგვასთან, რომ წუთში სამოცჯერ მერევა გზა. იწყება ის , რაც არასდროს დამთავრდება. იუგას მეოთხე ეტაპზე ასული, განადგურებამდე მისული კაცობრიობის მსგავსად. ახლა კი იქ ვარ სადაც ღამის ნისლიც უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა.და მაინც არ მახსოვს, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი.როგორ დაიკარგა ცისარტყელას ფერები უსასრულო სივრცეში . მაგრამ შევამჩნიე , ჩემთვის უჩვეულო ნათება. ის რომ სამსახურში ახლა უფრო ადრე მივდიოდი, ძალიან ადრე .ასე , რომ უკვე აღარც ვიღლებოდი. ახლა უფრო თავისუფლებით ვიტანჯებოდი, ვიდრე დატვირთული სამუშაო გრაფიკით. აღარც ღამე მეძინა კარგად, როგორც ადრე . მე ხომ სულ რაღაც 9 საათი მეძინა მარტომ და ამაზეც ვწუწუნებდი ახლა კი მივხვდი რომ ეს ჩემთვის,სულაც არ ყოფილა პრობლემა, , რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ახლა ძილის დროს ვარ უხერხულად. ცუდ სიზმრებს ვხედავ და ეს მაღვიძებს გათენებამდე. დილაობით მუსიკას ვრთავ,თითქოს იმიტომ, რომ მინდა მხოლოდ ჩემი საყვარელი მუსიკის ხმა მესმოდეს და იმდენად ვიცი ერთი სიმღერის აკვიატება, რომ უკვე ჩარჩოში ვარ და ჩვეულებად გადამექცა.მე ვუტევ და ვებრძოლები ყველას და ყველაფერს , რადგან მგონია რომ დღეს მოგება და წაგება ძმები აღარ არიან . ისინი მტრები გახდნენ. ასე რომ ან იგებ და ადიხარ დიდების საფეხურზე , ან აგებ და მონოტონურად თითქმის ყოველთვის იგივე ადგილზე რჩები. ჩემსა და სხვებს შორის მანძილი გაიზარდა .იმდენად გაიზარდა , რომ აღმოვჩნდი მე ეკვატორთან , ისინი კი არქტიკაზე. ჩემთან ტემპერატურა იზრდება ისე , რომ სუნთქვაც კი მავიწყდება. ჩემი ჩვეულებრივი ტემპერატურა,ჩემი ოთხმოცდათექვსმეტი ფარენჰეიტი იზრდება და უკვე ოფლად ვიღვრები. იქ კი სადღაც ჩრდილოეთში ადამიანების ტემპერატურა აბსოლიტურ ნულამდე დაეცა. პატარ-პატარა კრისტალებად დაიფშვნა მათი სხეულები. მე კი მაინც ცოტა აგრესიულად გადავამეტე ჩემთვის უკვე იცნობ ადამიანთა მდგომარეობა და საფირმო ქცევა არარაოებისა. ვახსენე ისინი და უკმაყოფილებას გამოვთქვამ მათ დაშორებაზე, მაშინ როდესაც მე თავად ვარ ამის მიზეზი. მე კი დავიბენი, შიგადაშიგ გავოცდი.უბრალოდ იმის გაკეთებას ვაგრძელებდი , რითაც აქამდე ვიყავი დაკავებული. ვახშმის შემდეგ, სახლში მივდიოდი და უკვე არც არავის ხმა აღარ მესმოდა. მაგრამ მე არ ვიყავი სმენადაქვეითებული და არც ისინი იყვნენ მუნჯები. ეს არ იყო ის,რაც ყველას ჩაგვესმოდა. ეს იყო ის, რასაც ჩვენ ყველა, ჩვენს თავს ვუკეთებდით, რაც დაგვემართა და რა უნდა ყოფილიყო მიზეზი? არცერთს არ გვსურდა გაგვეგო ეს , მაგრამ სიმართლისთვის შინაგანად ყველა ვიბრძოდით. ვარსკვლავები ახლაც აღარ ანათებენ .ცისარტყელას ვეღარ ვხედავთ , ნათელი ფერები გაქრა და ჩვენ გულნატკენები დავრჩით. შემდეგ ჩვენს თავს აღარ ვპატიობდით, მანამდე კი ვრწმუნდებოდით , რომ ეს ღვთის განგება იყო და უნდა მომხდარიყო. სიმართლე კი რა თქმაუნდა სხვის მიერ, დაწერილი სტროფებით არ გამოაშკარავდებოდა. აქ ყველა ცუდ მდგომარეობაში არიან.მაგრამ დღეიდან იწყება ახალი თავგადასავალი, ახალი ოცნებები , რომლებიც ფეთქდებიან და ყველა ხდება, რადგან თითოეული ჩვენგანი ან აგებს ან იგებს. მიმოფანტული და არეული არის ყველაფერი,ისე, როგორც ახლა მინდვრის ყვავილებია ერთმანეთში შეზელილი, როგორც წვიმის დროს აიზილება , სკოლიდან სახლში მიმავალი ბავშვების ფეხსაცმლით მიწა და დაიწყება ახალი დღე, კვლავ ახალი იდეებით. ყველაფერ ახალს ახალი მოსდევს.და ეს ყველაფერი ყველაზე მეტად მოულოდნელად იწყება. თავსატეხი კი ყოველთვის არსებობს, რომლის ამოცნობას სხვადასხვა დროს ბევრი გამოჩენილი ინტელიგენტი ცდილობდა . სრულყოფილებაც არ არის ეს, ეს უფრო უსასრულო დროში გაწელილი წამებია, რომელიც უფრო და უფრო ანელებს სვლას.აქ არის გაჭივრება,უნდობლობა , ტკივილი და ტანჯვა. და მათი გაქრობა არც ისე ადვილია,რადგან გავს წყალს, რომლის გულშიც არ ვიცით რა იმალება . და ახლა ვსწავლობ მოთმინებას , მოსმენას , არაფრის თქმას . ვეძებ იმ ნაწილს ,რასაც გადარჩენა შეუძლია ჩემი, ამდენ უსარგებლო ნაწილში. ახლა ამ ოთახში ძალიან აცივდა. მეც თითქოს აღმოვჩნდი , იქ ჩრდილოეთში . მივუახლოვდი მათ , რომლევსაც აქამდე გავურბოდი და ჩემს კედელზეც გამოჩნდა ცისარტყელა .გამოჩნდა ნაცრისფერზეც ფერადი ფერები და ბნელი გაიფანტა.
ქ.ქუთაისის #20 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე თამარ ბიბიჩაძე
ლიტერატურული კონკურსი