რეზი ჭითანავა - სამხრეთ ამერიკული ტრიუმვირატი უმსხვერპლოდ
რეზი ჭითანავა - სამხრეთ ამერიკული ტრიუმვირატი უმსხვერპლოდ

იცით?!

მე რომ მარკესი ვიყო,

მთელ მაკონდოს ერთ ფურცელში მოვაქცევდი

შემდეგ ავდგებოდი,ცეცხლს მივცემდი ნაგლეჯს

და გავანადგურებდი.

მეტეორად დავატყდებოდი ნატანჯ,მარტოსულ ხალხს.

იცით?!

მე რომ ლიოსა ვიყო,

ყველა რევოლუციას ერთად მოვაწყობდი.

მე ვიქნებოდი იაგუარი და ის ვერაგულად მოკლული მონაც,რომ არ დაინდეს

და მიავლინეს ზეცად.

იცით?!

მე რომ რულფო ვიყო

პედრო პარამოს თავიდან დავწერდი,

შემდეგ კი,ტყეში წასულს

იმ თავის ქოხმახში ერთ წიგნს მაინც დავაწერინებდი.

თუმცა მე ის ვიცი,

რომ

ჩემ ლექსებს პოეზია აკლია,

რომ შეავსოს

ადგილი ცარიელი და მიტოვებული

და კარგად მესმის

რომ

ვერასდროს ვიქნები:

ვერც კოლუმბიელი

ვერც პერუელი

და ვერც მექსიკელი.

მე ვერასდროს გავხდები

ლათინო ამერიკელი პოეტი.

მე ვერასდროს გავხდები

ლათინო

ამერიკელი

პოეტი.