რეზი ჭითანავა - ჩემი მოლოი-ანუ არაფერი და ყველაფერი
რეზი ჭითანავა - ჩემი მოლოი-ანუ არაფერი და ყველაფერი

მესაფლავე მკვდარია,ვინღა დამარხავს მკვდარს?

დამღალა უაზრო წანწალმა,ვინღა მიჩვენებს გზას?

არის სამართალი ამქვეყნად? ღირს კი ცხოვრება…?

ბრახ!

უიმედობა გიპყრობს

აღარავინ არ გყავს

დაეხეტები უაზროდ

და დაეძებ მართალს

დაეძებ შენს დედას

იქნებ შენი სახვა

მცირე წარმოსახვა

დიდ გზას მცირედ გაჩვენებს…

გინდა გაწვე მზეში

ეთამაშო სხივებს

ხშირად საღამოობით

ვეღარ უძლებ…მძიმედ…

წვიმა გისველებს გულს

სეტყვა გახრევინებს თავს

უიმედობით დაღლილს

ისევ წარმოსახვა გკლავს

ოდესღაც უთქვამთ ბრძენებს

სხვა ბრძენი ათასს იტყვის

რომ შენ და შენი მოლოი

იქნებ…არც რამედ ღირდით.

კითხვას არ აქვს პასუხი

ანუ უპასუხო კითხვებს

ვერასდროს გასცემ პასუხს.

ასე ინება ღმერთმა

დიდმა,მაღალმა,ძლიერმა

ასე უნდა დაწერილიყო

ასე დაიწერა

მოხდა ასე

და ვეღარასდროს შევცვლით.

დრო იცვლება

ვიცვლებით ჩვენც

უცვლელია ემოცია

აბსურდის.

რომელიც შეიქმნა,

შექმნეს,

ახლიდან ვეღარ დავწერთ.

ჩემი მოლოი-ანუ არაფერი და ყველაფერი.

 

რეზი ჭითანავა

 

დატოვე კომენტარი