ნონა ბუჟღულაშვილი - კატა სახელად შრედინგი
ნონა ბუჟღულაშვილი - კატა სახელად შრედინგი

მიუხედავად იმისა, რომ კატებს დიდად არ ვწყალობ, ჩემი კარის მეზობლის შრედინგი,   ასე დაარქვა, ორიგინალურიაო,  ჩემებურად მიყვარს. ალბათ იმიტომ  რომ განსაკუთრებულად კარგად მექცევა. სამსახურიდან დაღლილი რომ ვბრუნდები,  შემოცუნცულდება და ჩემს კალთაში მოკალათდება ხოლმე. იცის როგორ მასიამოვნოს. სილამაზითაც გამოირჩევა.  მოკლედ რომ ვთქვა რაღაცნაირია რა,  არ გავს სხვა კატებს.  უაზროდაც არ იპორჭყნება და არც კნავის. მაგრამ მაგარი გამძვრალი კია. ზოგჯერ დროს იხელთებს ხოლმე და ჩუმად მაგიდაზე მოთავსებულ თევზს მიეპარება და წამში შესანსლავს ხოლმე. ხოდა , ერთხელაც გაგიჟებული ყვირილით შემომივარდა ეს ჩემი მეზობელი, ბლუყუნი დაიწყო, ერთი სიტყვაც ვერ გავიგე.

 

– ცოტა ნელა და გარკვევით, რა მოხდა? – მამუკა დაწყნარდა, ჩაისუნთქ-ამოისუნთქა და თავიდან დაიწყო.

– შრედინგი  გაიქცა

– გაიქცა?

– ხო,  ან დაიკარგა ან არ ვიცი.  ფაქტია შინ არ არის

– ალბათ ეზოშია, უყვარს მაგას ბოდიალი. – იდეაში ვიხუმრე,მარა არ გაეცინა.  ან რას გაიცინებდა  კატა გაექცა.

– შენი ჭირი მე,  დამეხმარე თუ ძმა ხარ

– დაგეხმარები მარა აბა როგორ?  ბავშვი კი არაა ძახილზე რო გიპასუხოს  – ეხაც  ვიხუმრე,  მარა სახის გამომეტყველება არ შეუხვლია,  ვერ მიხვდა ეტყობა.

– როგორც ჩანს,  შრედინგს შენი იუმორიც  თან წაუღია …   წამო რა, მაპოვნინე,  შენ არ იყავი ერთი ეგ კატა მიყვარსო?  ესაა სიყვარული,  ბიჭო?

– ხო კაი ხო,  წამო,  მარა ჰა,  სად? – ამ დროს მამუკას ცოლმა იყვირა,  აი რა ჰქონიათ საერთო.

 

– რა გაყვირებს, ქალო? – გასძახა მამუკამ

– რა რა მაყვირებს,  ამ წამს დავინახე როგორ გადაახტა იმ ტოტს შრედინგი. კი მარა რა უნდოდა იმ სიმაღლე ხეზე?

– კატაა რა,  – ვთქვი და ორივემ ისე შემომხედა,  ჯობდა ორი ნაბიჯით უკან დამეხია.  დღეს იუმორისთვის არც ერთს ეცალა

– მამუ, მიდი  აძვერი  და ჩამოიყვანე რა

– ე,  მე რატო?

– რას ქვია რატო, კაცი ხარ

– კაცი რო ვარ ხეზე უნდა ავძვრე?

– აბა მე ხო არ ავძვრები?

– ვერ ავალ

– რა ვერ ახვალ

– ხო ვერ ავალ

– რატო?

– იმიტომ რომ სიმაღლის მეშინია

– აჰა, ცოლობას  რო მთხოვდი მაშინ არ გეშინოდა ხო?

-ოო, კაი რა

– ადი მეთქი ეხა

 

ასე გაუჩერებლად ჩხუბობდნენ,  რომელი ავიდოდა  ხეზე, ამასობაში

კატა  უკვე ხიდანაც ჩამომძვრალიყო და სახლში შეპარული ჩუმად თევზს მიირთმევდა.

 

 

 

ნონა ბუჟღულაშვილი , 18 წლის.