ნატალია მათურელი – სიო
ცას მეწამულის ფერი დასდებოდა , თოლიები მარმარილოს ზღვის თავზე ჰაერში თევზებივით დაცურავდნენ… უცებ ციდან თოვლის ფანტელები წამოვიდა და მხრებზე ნაზად დამეფინა, თოლიებმა უფრო სწრაფად დაიწყეს ფარფატი, საოცარი სანახაობა იყო. ბნელდებოდა, უფრო და უფრო იქუფრებოდა ცა, თოვაც ძლიერდებოდა. მე კი ისევ სანაპიროზე ვიდექი, ვუყურებდი ტალღებისა და თოვლის ფანტელების შერწყმას. ფიქრებმა წამიღო. წუთის წინ დანახულ სილამზეს ფარდა ჩამოეფარა, როგორც სპექტაკლის დასრულების დროს. მხოლოდ მოქუფრულ არემარეს, მღელვარე, ქაფიან ზღვას ვხედავდი და რატომღაც ჩემი განვლილი ცხოვრება მაგონდებოდა, ჩემს ასაკში ცხოვრება ყველასათვის ვარდისფერია, სხვათა დასანახავად ჩემი ცხოვრებაც ასეთი იყო, მაგრამ პირადად ჩემთვის ის ისეთივე მოქუფრული და ,,ცოდვის” ქაფით სავსე იყო, როგორც ეს მღელვარე ზღვა. მეც ასეთივე გაშმაგებით ვეხეთქებოდი ჩემს პრობლემებს, როგორც ამ ზღვის ტალღები კლდეებს, მაგრამ ერთი სხვაობით, ზღვის ტალღები მეტად აგრესიულნი არიან კლდეების მიმართ! ფიქრებში გართული ისევ ვერაფერს ვამჩნევდი, თითქოს მარტო დავრჩით სტამბოლის სანაპიროზე მე, ზღვა და ცივი სიოსგან მოყრილი თოვლის ფანტელები. მოჯადოებულივით ცას გავცქეროდი, თვალს ვადევნებდი მოცურავე შავ ღრუბელს, რომელმაც თოლიებიც გააქრო და სილამზეც. ვინმეს რომ დავენახე გიჟი ვეგონებოდი. დეკემბრის ბოლო საღამო იყო. ხვალ ახალი წელი დგებოდა. ლამპიონები ნელ-ნელა აინთო, გაჩახჩახდა ქუჩები. ლამპიონის შუქზე დავინახე ზამთრის სიოს პარტიორობით თოვლის ფიფქების ულამაზესი ცეკვა, სუსხით გაჯერებული ჰაერიც გათბა, შავმა ფერმა და ზღვის ავბედითმა ღრიალმა თითქოს ასპარეზი დაუთმო სინათლის, სილამაზის, ბედნიერების, უკეთესი მომავლის რწმენას. თვალები ნეტარებით დავხუჭე. სიბნელეში ჩაიკარგა ჩემი უსიამოვნო მოგონებები. ცეკვა მომინდა. ქუდი მოვიხადე რომ ჩემი თმებიც ჩართულიყო ფიფქებისა და თოვლის ცეკვაში, სიმღერის მელოდიაში რომელსაც ჩუმად ვღიღინებდი. საოცარი სიმშვიდე, სიმყუდროვე დამეუფლა. მივიხედ – მოვიხედე ბედნიერმა, თოვა შეწყვეტილიყო. სიოს თოვლის ერთადერთი ფანტელი შემოუნახავს, რომელიც ჩემსკენ ფარფატით წამოიღო, ხელის გულზე დამისვა და თითქოს ნაზად და ლაღად ჩამჩურჩულა: ,,მარტოსული არ ხარ, შენს ირგვლივ ამ ფიფქებივით უამრავი სიხარული და სილამაზეა, რომელიც გაბედნიერებს და რომელიც შენ გეკუთვნის. დრო და დრო იგი თვალს მიეფარა, სევდაც მოგგვარა , მაგრამ თავის შემცვლელს დაგიტოვებს და ისევ მალე დაგიბრუნდება, მთავარია გჯეროდეს ამის, მთავარია აგრესიას არ გაუღო გულის კარი, მთავარია მხოლოდ დადებითისა და ბედნიერებისთვის იყო ყოველთვის მასპინძელი, როგორც სტამბოლის ზღვა უჩველოდ დიდი ფანტელებისა და მასზე თევზების მსგავსად მოცურავე თოლიებივით’’.
ნატალია მათურელი. 16 წლის. თბილისის ნომერ მე-6 საჯარო სკოლა.