მარიამ ბუცხრიკიძე -Twenty one pilots – trench
მარიამ ბუცხრიკიძე -Twenty one pilots – trench

უკვე დღებია, ვფიქრობ, რაზე დავწერო.  რაღაც თემის არჩევის და დაწყების შემდეგ ვეღარ, ან აღარ ვაგრძელებ. მგონი საკონკურსოდ, რომ ვწერ მაგან იმოქმედა არც წერის ხასიათი მაქვს და არც ვიცი რა დავწერო.  წერის დასრულებაც მეზარება, ზედმეტად კარგ სიმღერას ვუსმენ და არ მინდა, შეწყდეს. რადგან ვერაფერი მოვიფიქრე თქვენთვის ემოციური და საინტერესო,  მოდი, უბრალოდ ჩემთვის  კვირის ყველაზე ეიფორიულ  საკითხზე ვისაუბრებ.

4 ოქტომბერს გამოვიდა Twenty one pilots-ის  ახალი ალბომი trench.  ეს ალბომი ძაალიან ძალიან მაგარია  და არ სჭირდება განასკუთრებული ეპითეტებით შემკობა. არადა, არც უბრალოდ არ მინდა, აღვწერო მისი სიდიადე. ნეპტუნზე, ან იუპიტერზე თუ მუსიკის გაგზავნა დაჭირდებათ, რეკომენდაციას სწორედ ამ ალბომს გავუწევდი…

Twenty one pilots -ის ფანი არ ვარ. არც არაფერსა და არაფერზე ვაფანატებ. არის რაღაცები, რაც ძალიან მიყვარს და ეს ჯგუფიც წინა ადგილს იკავებს ამ სიაში.

Trench-ში ყოველ სიმღერას თავისი ემოციური დატვირთვა აქვს. ზოგი სევდიანი, ზოგი მებრძოლი და ა.შ.  ყოველი სიმღერა ერთმანეთზე უკეთესია, ამიტომ ძალიან მიჭირს იმ ერთადერთის ამორჩევა, ცხოვრების soundtrack-ად რომ იქცევა ხოლმე. Jumpsuit და Nico And The Niners (ვინც არ იცით სიმღერების სახელებია) დასაწყისი იყო. Levitate და My Blood გაგრძელება ბედნიერების. ვინ  იცის, რამდენჯერ მომისმენია.

სწორედ ამ 4- მა სიმღერამ შემიმსუბუქა ზაფხულის ცხელი დღები და აუტანელი სიჩუმე. დანარჩენი 10 სიმღერა კი შემედგომით ტკბობაში დამეხმარება.   Morph  და  bandito  ნომებრისთვის  უნდა  შემოვინახო.  ხშირად აღარ მოვუსმენ თორემ თავში მხოლოდ ამათი ტეკსტები მიტრიალებს. The Hype,  Neon  Gravestones და  Pet Cheetah  ეს თვე მეყოფა. დანარჩენს კი დეკემბრის ცივი დღებისთვის დავიტოვებ.ჰოდა  სხვა თუ არავინ Twenty one pilots-ის  სიმღერები მაინც დამიდგება გვერდში თან ადამიანების მოსმენას ნამდვილად TOP მოსმენა მირჩევნია.

 

ეს, რამდენიმე სიმღერის პატარა უსაყვარლესი ნაწყვეტები თქვენ სააჩუქრად.

 

  1. Nice to know my kind will be on my side,

I don’t believe the hype.

  1. No, I move slow. I want to stop time.

I’ll sit here ‘til I find the problem.

  1. I could take the high road,

But I know that I’m going low,

I’m a Ban- I’m a Bandito.

  1. I can’t believe how much I hate,

Pressures of a new place roll my way,

Jumpsuit, Jumpsuit cover me,

Jumpsuit, Jumpsuit cover me.

  1. Stay with me. No, you don’t need to run.

Stay with me, my blood. You don’t need to run.

 

 

94-ე სკოლის მოსწავლე: მარიამ ბუცხრიკიძე. 16 წლის.