ლაზარე ერქომაიშვილი - ოოო, რომეეო
ლაზარე ერქომაიშვილი - ოოო, რომეეო

                                                                                       ***

-ოოო, რომეეო.
-ოოო, ჯულიეეტა.
-ოოო, რომეეო. ჩვენ ერთად ყოფნა არ გვიწერია.
-ამას ნუ ამბობ ჯულიეეტა. ჩვენს სიყვარულს წინ ვერაფერი აღუდგება.
-ისემც მამა გიცხონდება რომეეო.
-მე მოგიტაცებ ჯულიეეტა.
-აარა რომეეო. ეს ჩვენს ოჯახებს შორის მტრობას უფრო გააძლიერებს.
-ისემც უქნიათ, სუ ამოუწყვეტნიათ ერთურთი ჯულიეეტა.
-ოოო რომეეო. ერთად მხოლოდ საიქიოში თუ ვიქნებით.
-მაშინ, ჩამოვიხრჩობ თავს ჯულიეეტა.
-აარა, სულელო. ეგრე ხომ გაიგუდები.
-მაშინ, ვენებს გადავიჭრი ჯულიეეტა.
-აარა რომეეო. შენ ხომ სისხლის დანახვაზე გული მიიგდის.
-მაშინ კოშკიდან გადმოვხტები ჯულიეეტა.
-მერე კისერი რო მოიტეხო რომეეო?!
-ჯანდაბა, ჯულიეეტა. გავიქცეთ და აქ სულ ქვა ქვაზე ნუ დარჩენიილა…

(დარბაზში შუქი ქრება)

-ფსს. ფსსს! რა მოხდა?
-შუქი ჩაქრა რა.
-ამოქოქე მერე დვიჟოკი!
-ბენზინი არაა.
-მერე გაგზავნე ვინმე.
-გავგზავნე უკვე.
-აბა რა ვქნათ ეხა.
-თამაში გააგრძელეთ. ვითომ სცენარში ეგრე იყო.

-ჰმ… მზად ხართ მაფიის ღამისთვის?
-რას აკეთებ რომეეო?
-ჩშშ. ამყევი ჯულიეტა. ვითომ სცენარში ასეა.

-მაშ ასე… ყველა ხუჭავს თვალს… მხოლოდ მაფიოზები ახელენ თვალს, ეცნობიან ერთმანეთს და ირჩევენ მსხვერპლს.

-ფსს. ოე, რომეო! მოვიდა ბენზინი. ვქოქავ და მოემზადე!

-მაფიოზები ხუჭავენ თვალს… ყველა ახელს თვალს.

(დარბაზში შუქი ინთება)

-ოოო, რომეეო.
-ოოო, ჯულიეეტა…