გიორგი ღამბაშიძე - ბედისწერის შეცვლის მცდელობა
გიორგი ღამბაშიძე - ბედისწერის შეცვლის მცდელობა

ბნელი ღამე იყო იმ დღეს! როდესაც მეძინა კარების ჭრიალი მომესმა სიბნელიდან, წყვდიადიდან სამი არსება გადმოვიდნენ შავი მოსასხამით სახეები არ უჩანდათ… საწოლთან მომიახლოვდნენ და ჩუმი ხმით მითხრეს, “ბიჭი დაბადებისას მოკვდება” მეორემ თქვა ” ბიჭი მეექვსე კლაში იქნება როცა წავიყვან”

მესამემ კი თქვა “ბიჭი გამოსაშვებ საღამოს მოკვდება როცა ჯირითს დაიწყებს” საწოლში ვბორგავდი…

სულ სველი ოფლიანი ვიყავი როცა გავიღვინძე.

სიზმარი… სიზმარი ყოფილა მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს ვინაა ია ბიჭი რომელზეც სიზმარში “სიკვდილი” მიამბობდა შევფიქრიანდი და ძილი განვაგრძე.

დილით ყველაფერი მარტივადაა. ტვინი გასუფთავებულია მაგრამ მეხსიერება არა რადგან წუხანდელი ამბავი ისევ მახსოვს და იდევ ფიქრებმა წამიღო.

ტელეფონის რეკვის ხმამ გამომაფხიზლა… ვუპასუხე,ჩემი უახლოესი მეგობარი იყო თემო ბავშობიდან ერთად მოვდივართ 40 წელია რაც ვიცნობ და ჩემთვის მეგობარზე მეტია.

ახალი ამბავიც მახარა. ბიჭი შეძენია მშობიარობა 3 საათზე დაიწყო მაგრამ არ დაბადებულა დილამდე სავაამდყოფოში ყოფილან დილის 6 საათზე კიდევ განმეორებია მშობიარობის ტკივილები ცოლს მაგრამ ისევ არაფრი … 12 საათზე კი ბიჭი დაიბადა .

ტელეფონი ხელიდან გამივარდა სიხარულისგან კი არა შიშისგან ეს ხომ ის ციფრებია წუხელ სიკვდილი რომ მიყვებოდა .ეხლა კი მივხვდი რომ სწორედ თემოს ბიჭი იყო ის “ბიჭი”.მე კი მისი ნათლია უნდა გავხდე. ჩემი სიზმრის შესახებ არავისთვის არ მითქვამს.რატომ მოუვლინა ასეთი განსაცდელი ღმერთმა ბავშვს? ცხოვრება ასეა ბედისწერას ვერ შეცვლი აი სწორედ ამის მეშინია.

ნათლობა ყველა ტრადიციისამებრ ჩატარდა. ჩემი ნათლული ხელში მეჭირა (გიორგი დაარქვეს) ჯვარი ჩამოვკიდე!მაგრამ ჯვარი რას დაიცავდა მე ხომ ვიცოდი რაც მოელოდა მომავალში. არვიცი დღემდე რატომ მჯერა ამ სიზმრის ის ხომ სიზმარი იყო ბევრი დამთხვევებით. დრო გადიოდა და გადიოდა გიო იზრდებოდა უკვე მეექვსე კლასში გადავიდა იმ დღეს მეც მასთან ვიყავი რადგან დამეცვა . მაგრამ იმ დღეს არაფერი არ მომხდარა.მისი მშობლებისთვის არაფერი არ მითქვამს სიზმრის და გიოს ბედის შესახებ რადგან მე შევცვლი მის ბედს და დავიცავ მას…

ასე მეგონა სანამ მეთორმეტე კლასი დაამთავრა და გამოსამშვიდობებელი საღამო ჩაატარა .

ტელეფონოს ზარის ხმამ გამაღვინძა თემო იყო.საღამოს ჩამძინებია ტელევიზორის ყურებისას.

– გელა გამარჯობა მეგობარო !

– რახდება თემო?

– როგორ თუ რახდება? არიცი დღეს რადღეა

ტელეფონი ხელიდან გამივარდა იატაკზე დაეცა და იქიდან ექოსავით ხმა გამოდიოდა. დღეს ხომ გიოს გამოსამშვიდობებელი საღამო აქვს ეს სულ გადამავიწყდა. სასწრაფოდ ჩავიცვი და თემოსთან წავედი. გავუარე და გიოსთან წავედით წვეულებაზე იქ რომ მივედი ამოვისუნთქე რადგან დავინადე გიო როგორ ცეკვავდა ის ცოცხალი იყო ” ჯერჯერობით “.გული დამშვიდდა და უკან დავბრუნდით.იმ საღამოს მშვიდად დავიძინე.

დილით კი შიშის გრძნობა,მოუსვენრობა და შფოთვა მაღვინძებს.ტელეფონმა დარეკა და მითხრეს

– გიო მოკვდა.

ბიჭებმა საღამოს შემდეგ დაწყვიტს თავლაში წასულიყვნენ და ცხენებით ეჯირითათ.ნასვამები იყვნენ.გიოს ცხენი აურჩევია მასთან მისულა ცხენი დამფრთხალა და ტყუპი წიხლი გულმკერდში ჩაურტყია.

დილამდე სავაამდყოფოში იყო და გამთენიისას გარდაცვლილა.

ჩემ თავზე გავბრაზდი რატომ არ დავრჩი მასთან მაშინ ეს ხომ აღარ მოხდებოდა. შემდეგ დავფიქრდი და ჩემ თავში გავიფიქრე ნეტავ ბედს შევცვლიდი?

გიორგი ღამბაშიძე 17 წლის

ტელ. 598 89 62 99

სოფ.მანდაეთის საჯარო სკოლა.