Es muss sein - ნონა ბუჟღულაშვილი
Es muss sein - ნონა ბუჟღულაშვილი

რაც არ უნდა გეკითხათ, პასუხს ვერ გამოსძალავდით. აი, ასე იჯდა თავისთვის, დუმდა, წარბსაც კი არ სწევდა. პერიოდულად ტუჩის კუთხეებს აატოკებდა, მაგრამ არ იფიქროთ რომ ოდესმე რამის თქმას დააპირებს, არა, ის უბრალოდ ცინიკოსია. ცინიკოსი, რომელიც დუმს.ყოველ დილით გადის გარეთ,ყიდულობს გაზეთს და უკან ბრუნდება. გზად ყვავილების გამყიდველს თუ გაუღიმებს ხოლმე,თუმცა კაცმა არ იცის ეს ღიმილი ვის დაეკარგა,ან თუ დაეკარგა.ხშირად მიფიქრია, ერთგავრი პროტესტია თუ უბრალოდ ფსიქიკამ უმტყუვნა, მაგრამ უფრო ღრმად ჩაფიქრებული ვხვდები, რომ ადამიანი უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებს, რათა ყოველდღიურ ყოფას არ მისცეს საკუთარი თავის განადგურების მცირედი საშუალებაც კი. მდუმარე ადამიანს ყველაზე უკეთ გამოსდის ცინიზმი. ის ხომ თან არაფერს ამბობს, თან ბოლო ხმაზე ხარხარებს.  ამასთან, ქუთუთოც კი არ უთამაშებს. ნერვიც არ უტოკდება.

და თუ თქვენ, ახლა, შეეკითხებით მას, დათმობს თუ არა ამ პოზიციას –

Die Antwort ist nein

Es muss sein

ნონა ბუჟღულაშვილი