ცისია ჭურღულაშვილი - ცარიელი ფურცელი
ცისია ჭურღულაშვილი - ცარიელი ფურცელი

ზოგი წიგნებს წერს, ზოგი წიგნებზე, მე იმაზე – როგორ ვერ ვწერ ვერც ერთს და ვერც მეორეს.

სურვილი საკმარისი არ არისო – დაწერდა ალბათ ვინმე ცნობილი და კარგი, მსგავს ფრაზას, თუმცა, არ მახსენდება…

დიდი ხანია იმაზე ვფიქრობ თუ რას დავწერდი.  ავირჩევდი ერთ პრობლემას, დავწერდი, ავირჩევდი მეორეს…საბოლოოდ ყველა ნაშრომს ერთი ბედი ეწია –  ერთი-ორ დღიანი  თვითკმაყოფილების შემდეგ  ვჯღაპნიდი და ვხევდი ყველაფერს.

„პონტი“ ის არისო, იტყვიან ხოლმე, არჩევამდე საქმე არ უნდა მივიდეს, თავისთავად უნდა გეცეს აზრიო – რავი, მე ეს აღმაფრენის ამბები არ მესმის, ესე მუზები არ მაბეზრებენ ხოლმე თავს, ისინი – თავისთვის, მე – ჩემთვის… :/

აი, დღეს, ამდენი ცდის მერე  – მაინც რომ მგონია რომ ერთხელაც დავწერ პატარა ისტორიას ამ ტიპზე, იმ ტიპზე და სხვა მრავალზე, მაინც, სადღაც ვხვდები რომ მსგავსი რამ არ მოხდება. ვერც წერას ვისწავლი, ვერც სტილის შეგრძნებას, და ყოველთვის უკმაყოფილო და ცხვირაბზუებული დავრჩები სხვის მიერ გამოთქმული და სისრულემდე მიუყვანელი ჩემი საფიქრალის გამო.

მკითხველს უნდა რომ დაწეროს, ყველას არა – უმეტესობას მაინც, მეც მინდა, და ალბათ ბოლომდე თავის დანებებას, და  ხელის აღებას ისევ რაღაცების „ქმნას“ და „ფრაზების მოქნევას“ გავაგრძელებ.

ვიცი, ბევრის წერა შეიძლება „ვერ წერაზე“, მაგრამ მე ხომ იმიტომ ვერ ვწერ, რომ ვერ ვწერ. ამიტომ that’s all. ვეღარ ვქაჩავ.

 

 

ცისია ჭურღულაშვილი

16 წლის

აკურის საჯარო სკოლა