ბუკერის პრემიის ლაურეატები 2009-2017 [ნაწილი 2]
ბუკერის პრემიის ლაურეატები 2009-2017 [ნაწილი 2]

“ბუკერის” პრემია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიაა ინგლისურენოვან და არამარტო ინგლისურენოვან სამყაროში. ყოველწლიურად სპეციალური ჟიური, რომელიც მწერლებისგან, მთარგმნელებისგან და ლიტერატურის კრიტიკოსებისგან შედგება ასახელებენ წლის საუკეთესო ინგლისურენოვან წიგნს. პრემია 1969 წლიდან გაიცემა და ამ პრემიის მფლობელები არიან ისეთი ავტორები, როგორებიც არიან: მარგარეტ ეტვუდი, უილიამ გოლდინგი, ჯეიმს მაქსველ კუტზეე, კაძუო იშიგურო, არუნდატი როი და სხვა.

გთავაზობთ 21-ე საუკუნის ბუკერის პრემიის ლაურეატ ავტორებს და მათ წიგნებს.

 

მგლის დარბაზი – ჰილარი მენტელი

ქვეყანა: ინგლისი

წელი: 2009

მგლის დარბაზი ბრიტანელი ავტორის ჰილარი მენტელის ისტორიული ჟანრის რომანია, მოქმედება დიდ ბრიტანეთში 1500-1535 წლებში ვითარდება და მოგვითხროს ჰენრი VII-ის ქვეშერმდომის ამბავს.

რომანმა ბუკერთან ერთად სხვა მნიშვნელოვანი ჯილდოებიც დაიმსახურა.

ფინკლერის შეკითხვა – ჰოვარდ ჯეიკობსონი

ქვეყანა: ინგლისი

წელი: 2010

 

ჰოვარდ ჯეიკობსონის წიგნი „ფინკლერის შეკითხვა“ 2010 წელს გახდა ბუკერის პრემიის გამარჯვებული, რომანი გვიყვება ორი მეგობრის, BBC-ის პროდიუსერის,ჯულიანის და ებრაელი ფილოსოფის სემის ისტორიას. რომანის მთავარი გმირის მსგავსად, ავტორიც BBC-ის რადიოში მუშაობდა წლების განმავლობაში.

ჰოვარ ჯეიკობსონი კომიქსების ავტორიც არის.

დასასრულის განცდა – ჯულიან ბარნსი

ქვეყანა: ინგლისი

წელი: 2011

„დასასრულის განცდა“ ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჯულიან ბარნსის 2011 წელს გამოცემული რომანია. ამავე წელს ბარნსს წიგნისთვის ბუკერის პრემია მიენიჭა.

ლონდონის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც ამბის მთხრობელი, ტონი უებსტერი და მისი ორი მეგობარი სწავლობენ, ახალი მოსწავლე გადმოდის. ბიჭები მალევე უმეგობრდებიან ედრიენ ფინს, რომელიც ყველასგან გამორჩეულია. სკოლის დამთავრების შემდეგ ოთხივე საუკუნო მეგობრობის ფიცს დებს და თავის გზას ადგება. წლების შემდეგ უკვე ხანში შესული ტონი უებსტერი მოულოდნელ წერილს იღებს. წარსული, რომელშიც თითქოს ყველაფერი ნათელი იყო, ბევრ უცნაურობას მალავს.

Bring Up the Bodies – ჰილარი მენტელი

ქვეყანა: ინგლისი

წელი: 2012

Bring Up the Bodies ჰილარი მანტელის მეორე რომანია ცნობილი ტრილოგიიდან, წიგნმა მეორე ბუკერის პრემია მოუტანა ავტორს. რომანი „მგლის დარბაზის“ მსგავსად ისტოიული ჟანრისაა და აქაც მოქმედება მეთექსვმეტე საუკუნის ინგლისში ვითარდება. ჰენრი მერვის მეფობის დროს.

ჰილარი მანტელის ტრილოგია მესამე წიგნით, „სარკე და სინათლით“ მთავრდება.

მნათობები – ელინორ კატონი

ქვეყანა: ახალი ზელანდია

წელი: 2013

„მნათობები“ ელინორ კატონის მეორე რომანია, რომელმაც 2013 წელს ბუკერის პრემია დაიმსახურა, ავტორმა თავისი სქელტანიანი წიგნით კრიტიკოსების ყურადღება გამოსვლისთანავე მიიპყრო. რომანი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრისაა და 12 პერსონაჟი ზოდიაქოს 12 ნიშანთან არის დაკავშირებული.

ელინორ კატონი ყველაზე ახალგაზრდა(28 წლის) ავტორია, რომელმაც ბუკერის პრემია დაიმსახურა.

ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისაკენ – რიჩარდ ფლენეგანი

ქვეყანა: ავსტრალია

წელი: 2014

რიჩარდ ფლენეგანი  ერთ-ერთი გამორჩეული ავსტრალიელი ავტორია, იგი შვიდიოდე რომანის ავტორია, 2013 წელს დაწერილი „ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისაკენ“ ავტორის მეოთხე რომანია, რომელმაც ბუკერის პრემია აიღო. რომანში დორიგო ევანსის ისტორიაა მოთხრობილი, როგორ შეუყვარდა ომის გმირს თავისი ბიძის ცოლი და აღწერილია, როგორია ომიდან დაბრუნებული ადამიანის ცხოვრება.

შვიდი მკვლელობის მოკლე ისტორია – მარლონ ჯეიმსი

ქვეყანა: იამაიკა

წელი: 2015

მარლონ ჯეიმსი იამაიკელი ავტორია, რომელსაც სამი რომანი ეკუთვნის, მისი ერთ-ერთი რომანი, „შვიდი მკვლელობის ისტორია“, რომელიც ბუკერის პრემიის ლაურეატია გვიყვება ბობ მარლის ბოლო წლების ისტორიას და მისი მკვლელობის ამბავსაც.

რომანი დაყოფილია ხუთ ნაწილად და ყოველი ნაწილის სათაური ბობ მარლის სახელია.

გაყიდვა – პოლ ბეიტი

ქვეყანა: ამერიკა

წელი: 2016

ამერიკელი ავტორის, პოლ ბეიტის რომანი „გაყიდვა“ 2015 წელს გამოიცა და გვიყვება ისტორიას კაცზე, რომელიც ზრდის და ჰყიდის მარიხუანას. „გაყიდვა“ პირველი რომანია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელმაც ბუკერის პრემია დაიმსახურა. რომანი სატირული ჟანრისაა და კრიტიკოსები მას სატირულ რომანს უწოდებენ, მაგრამ თავად ავტორი ამბობს, რომ რომანი სატირის ჟანრს არ მიეკუთვნება.

ლინკოლნი ბარდოში – ჯორჯ სანდერსი

ქვეყანა: ამერიკა

წელი: 2017

„ლინკოლნი ბარდოში“ გასულ წელს გამოცემული რომანია, რომლის ავტორიც ჯორჯ სანდერსი გახლავთ. წიგნში მოთხრობილია აბრაჰამ ლინკოლნის შვილის გარდაცვალება.

ჯორჯ სანდერს ექსპერიმენტული რომანი ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერია და 2017 წელს ბუკერის პრემიაც კი დაიმსახურა.

დატოვე კომენტარი