სამშვიდობო გეგმის მძიმე პირობები

21:02, 22.11.2025

წამზომი ჩართულია – დონალდ ტრამპი კიევისგან სამშვიდობო გეგმაზე თანხმობას ითხოვს და საბოლოო ვადად 27 ნოემბერს ასახლებს. ვოლოდიმირ ზელენსკის დაუძლეველი არჩევანი ასეთია: უკრაინისთვის ან ღირსების დაკარგვა, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი. ან რთული 28 პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი.

კიევისა და ვაშინგტონის წარმომადგენლები ომის დასრულების გეგმაზე კონსულტაციებს უახლოეს დღეებში შვეიცარიაში გამართავენ. 28-პუნქტიანი გეგმა არაერთ სადავო პუნქტს შეიცავს. მათ შორს არის უკრაინის მიერ დონბასის იმ ნაწილის დათმობა, რომელსაც ახლა უკრაინელი ჯარისკაცები აკონტროლებენ და ასევე უარს ნატო-ში გაწევრიანებაზე. დოკუმენტის პროექტში ნახსენებია უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა, კონკრეტიკის გარეშე. უკრაინის პრეზიდენტმა უკვე თქვა, რომ კიევი ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მდგომარეობაშია.

რუსეთში ამერიკულ გეგმაზე თავშეკავებული რეაქცია ჰქონდათ. ევროპაში კი ცალკეული პუნქტების მიმართ შეშფოთებას არ მალავენ და აცხადებენ, რომ სამშვიდობო შეთავაზება აგრესორის წახალისებას ნიშნავს. ევროპელ ლიდერებს გეგმაში ცვლილებები სურთ და ამ მიზნით, მომდევნო კვირას გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში ჩასვლას განიხილავენ.

ლევან ახალაია მიმოიხილავს სამშვიდობო გეგმის პოლიტიკურ ასპექტებსა და პერსპექტივებს.

მსგავსი