საუკეთესო 11 მოთამაშე არველაძისგან - უმეტესობა აიაქსელია (ვიდეო)
შოთა არველაძეს ნიდერლანდურმა გამოცემა „ფუტბოლ პრიმერმა“ ვიდეოინტერვიუ ჩამოართვა და გუნდის შედგენა იმ მოთამაშეებისგან სთხოვა, რომელთა გვერდითაც უთამაშია.
საუკეთესო თერთმეტში შოთამ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქინქლაძეც დაასახელა, რომლის გევრდითაც უთამაშია თბილისის „დინამოში“, საქართველოს ნაკრებსა და ამსტერდამის „აიაქსში“.
„არველაძეს ჩვენმა გამოცემამ საუკეთესო 11 მოთამაშის დასახელება სთხოვა. „აიაქსისა“ და „ალკმაარის“ თავდამსხმელმა, რომელსაც ასევე უთამაშია „რეინჯერსსა“ და „ლევანტში“, ერედივიზიონში 91 გოლი გაიტანა. მის გუნდში უმთავრესად „აიაქსის“ ფეხბურთელები არიან“ – წერს გამოცემა.
არველაძის საუკეთესო თერთმეტეული
მეკარე – ვან დერ სარი (აიაქსი)
მცველები – ბლინდი (აიაქსი), ფრანკ დე ბური (აიაქსი), კივუ (აიაქსი)
ნახევარმცველები – არტეტა (რეინჯერსი), ქინქლაძე, მიქაელ ლაუდრუპი (აიაქსი), რონალდ დე ბური (აიაქსი), ლიტმანენი (აიაქსი)
თავდამსხმელები – იბრაჰიმოვიჩი (აიაქსი), ბრაიან ლაუდრუპი (აიაქსი)