Ateni meşəsindəki yanğınlar söndürülüb. Bu barədə məlumatı fövqəladə qərargah yayır.
Qərargahın məlumatına görə, Zemo-Boşuri kəndinin istiqamətində, meşədə çıxan yanğını 250 hərbi xidmətçi bütün gecə ərzində söndürməyə çalışırdı.
Hadisə yerində Müdafiyə Naziri və Baş Qərargahın rəhbəri yanğın söndürmə prosesini müşahidə edirdilər.
Yanğın yerində qalan müəyyən sayda hərbi xidmətçi, bir neçə gün yanğın ərazisinin monitorinqini həyata keçirəcəklər.
ატენის ხეობაში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ აღნიშნულია საგანგებო შტაბის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარედ, ტყეში გაჩენილ ხანძარს სამხედრო მოსამსახურეები მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ.
“თავდაპირველად ხანძრის კერების ნიჩბებით ლოკალიზება მოხდა, მოგვიანებით კი, ხანძრის ქრობა წყლის ჭავლით განხორციელდა.
ადგილზე სამხედროებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი.
ატენის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის 250 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ნახანძრალ ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე დარჩება, ჯარისკაცები ტერიტორიის მონიტორინგს ორი დღის განმავლობაში განახორციელებენ.