Հայտարարվել են մրցույթներ տարբեր համայնքների հինգ հանրակրթական դպրոցների նախագծման և վերանորոգման համար

12:12, 06.09.2026

სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხუთი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი პროექტები მოიცავს  ზესტაფონის №5, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჯალაურთისა და სარეკის და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას.

„პროექტების მიზანია სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული პირობების შექმნა. სკოლების განახლება ხელს შეუწყობს რეგიონებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას და სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Նմանատիպ