ოპოზიციის ალიანსში დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა, რომ პარტია ალიანსში რჩება და მუშაობას განაგრძობს. რაც შეეხება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს – ნიკა გვარამიას აზრით, ყოფილი სახელისუფლებო პარტია ალიანსში, ფაქტობრივად, ფორმალურადაა. ამასთან, გვარამიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის არცერთ სხდომაზე არ დადის და ბოლო თვენახევარია, არ არის ჩართული გადაწყვეტილებების მიღებებში.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე