ახალი სტადიონის მშენებლობა თბილისში

ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და დედაქალაქში ახალი სტადიონის კონცეფცია იყო მიხეილ მესხის სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე განხილვის თემა. ირაკლი კობახიძე კახა კალაძესთან, შალვა გოგოლაძესა და ირაკლი ქარსელაძესთან ერთად სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეგახსენებთ, თბილისში განიხილება ახალი 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობა.