უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ძალებისგან კიევის მთელი ოლქი გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსებისგან კიევის მთელი ოლქი გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა. „ირპენი, ბუჩა, გოსტომელი და კიევის მთელი ოლქი გათავისუფლებულია მტრისგან”, – განაცხადა ანა მალიარმა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა კიევის რაიონში 30 დასახლებულ პუნქტზე აღადგინეს კონტროლი. … ვრცლად უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ძალებისგან კიევის მთელი ოლქი გაათავისუფლეს