თურქეთში ქართველმა მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი გადაარჩინეს [ფოტო]
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა თურქეთში, ქალაქ ადიამანში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს. სამაშველო ღონისძიება 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი იუწყება, ქალი კონტაქტური იყო, ის უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ქართველმა მაშველებმა, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში, ნანგრევებში მოყოლილი უკვე მეორე ადამიანი გადაარჩინეს. თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში 100 ქართველი მაშველია … ვრცლად თურქეთში ქართველმა მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი გადაარჩინეს [ფოტო]
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე