მარიამ ბიგვავას შთამბეჭდავი გამოსვლა საბავშვო ევროვიზიაზე [ვიდეო]

საბავშვო ევროვიზია 2022-ის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი მარიამ ბიგვავა მერვე ნომრად გამოვიდა. პროექტ „რანინას“ გამარჯვებულმა, მარიამ ბიგვავამ საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერა – I Believe/მჯერა შეასრულა. ერევანში, რიგით მეოცე საბავშვო ევროვიზიაში 16 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემა 9 დეკემბერს 23:00 საათიდან არის შესაძლებელი ვებგვერდზე vote.junioreurovision.tv. ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. … ვრცლად მარიამ ბიგვავას შთამბეჭდავი გამოსვლა საბავშვო ევროვიზიაზე [ვიდეო]