გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელიდან ბათუმში ჩაფრინდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თვითმფრინავი ბათუმში სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის გამო ბრიუსელიდან თბილისის ნაცვლად, პირდაპირ ბათუმში დაჯდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ორდღინი ვიზიტით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე იმყოფებოდა. სწორედ ვიზიტიდან დაბრუნების დროს შეიტყო პრემიერმა ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძარის შესახებ, რის შემდეგაც, დაუყონებლივ შეცვალა მარშრუტი და თბილისის ნაცვლად, ბათუმში ჩავიდა. პრემიერ-მინისტრი შემთხვევის ადგილისკენ მიემგზავრება. … ვრცლად გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელიდან ბათუმში ჩაფრინდა