Türkiyədə də meşə yanğınları var, ancaq Türkiyənin baş naziri Gürcüstana yardım göndərdi
Türkiyədə də meşə yanğınları var, ancaq Türkiyənin baş naziri Gürcüstana yardım göndərdi

“Bu dəqiqələrdə Borcomi dərəsində baş verən yanğına görə çox üzgünəm, çünkü Borcomi həqiqətən də gözəl təbiəti ilə fərqlənirdi. Qeyd etmək istəyirəm ki, hazırda Türkiyənin qərb bölqələrində (Antalyada, İzmirdə və Bodrumda) də meşə yanğınları problemi mövcuddur, ancaq Gürcüstanda yaranan ağır vəziyyəti nəzərə alaraq, Türkiyənin baş naziri Gürcüstana yardım göndərmə qərarını aldı.

Təəssüf ki, sonradan gəlməsi gözlənilən təyyarənin gecə görmə qurğusu yoxdur, ona görə də qaranlıqda çalışması biraz zor olacaq, ancaq yardım təyyarəsi səhər açılan kimi çalışmağa davam edəcək.

Qeyd etmək istəyirəm ki, Türkiyə Gürcüstana yardım etməyə hər zaman hazırdır” – dedi Türkiyənin Gürcüstandaki səfiri Zeki Levent Gürmürkçü.

 

თურქეთის მთავრობამ საქართველოში ტყის ხანძრის ჩასაქრობად გამოუშვა ორი ვერტმფრენი, რომელიც ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობს, სახანძრო თვითმფრინავი კი დღეს უახლოეს ხანში მივა დანიშნულების ადგილას, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ განუცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ოპერაციებში თვითმფრინავის ჩართულობის შესახებ გადაწყვეტილება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს დილით მიიღო.

“ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც ახლა ბორჯომის ხეობაში ხდება. ეს ადგილი მართლაც შესანიშნავი ბუნებით გამოირჩევა. თურქეთის მთავრობამ საქართველოში ტყის ხანძრის ჩასაქრობად გამოუშვა ორი ვერტმფრენი, რომელიც ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობს, სახანძრო თვითმფრინავი კი დღეს უახლოეს ნახევარ საათში მივა დანიშნულების ადგილას.  ამ ოპერაციაში თვითმფრინავის ჩართულობის შესახებ გადაწყვეტილება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს დილით მიიღო. მოგეხსენებათ, რომ თურქეთის ამავე პრობლების წინაშე დგას. ჩვენ ვებრძვით ტყის ხანძრებს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, – ანტალიაში, იზმირსა და ბოდრუმში. თუმცა საქართველოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრმა ერთი თვითმფრინავი საქართველოში ხანძრის ჩასაქრობად გამოუშვა, რათა ხანძართან გამკლავება უფრო ეფექტური ყოფილიყო. ასე რომ, დღეს საღამოს სახანძრო თვითმფრინავი როგორც კი აივსება, ჩაერთვება ოპერაციაში. სამწუხაროდ ამ თვითმფრინავს არ აქვს ღამის ხილვადობის რეჟიმი, რის გამოც სიბნელეში მუშაობა გაუჭირდება. თუმცა ხვალ დილითვე განაახლებს ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობას. ჩვენი სურვილია, საქართველოს გვერდში დავუდგეთ”, – განაცხადა ელჩმა.