İSİS terorist qruplaşması İspaniyayı yeni teraktlarla təhdid edir
İSİS terorist qruplaşması İspaniyayı yeni teraktlarla təhdid edir

İSİS terorist qruplaşması İspaniyayı yeni teraklarla təhdid edir.

Bu barədə məlumatı El Pais qəzeti yayır. Medya vasitəsinin məlumatına görə, ekstremistlər bugün səhər video yayıblar, hansı ki ispan dilində yazılıb.

Videodaki gənc adam İspaniyayı yeni teraktlarla təhdid edir. O İspaniya inkvizisiyası tərəfindən müsəlmanların tökülən qanı haqqında danışır və xristian İspaniyalalılardan intiqam alacağını söyləyir.

Xatırladaq ki, avqustun 17-də Barselonada İSİS tərəfindən törədilən terakt nəticəsində 15 nəfər həlak oldu 120-si ağır yaralandı.

 

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ესპანეთს ახალი ტერაქტებით ემუქრება. ინფორმაციას გაზეთი Pais ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ექსტრემისტებმა დღეს დილით გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელიც ესპანურ ენაზეა ჩაწერილი.

ვიდეოში ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ესპანეთს ემუქრება. ის ახსენებს ესპანური ინკვიზიციის მიერ მუსლიმების დაღვრილ სისხლს და ქრისტიან ესპანელებს შურისძიებით ემუქრება.

შეგახსნებთ, რომ 17 აგვისტოს ტერორისტებმა თავდასხმა მოაწყვეს ბარსელონაში, რომელზე პასუხიმსგებლობაც დაჯგუფება „ისლამურმა სახელმიწფომ“ აიღო. ანალოგიური თავდასხმა ამავე დღეს მოხდა კამბრილსშიც. საერთო ჯამში, ორივე ტერაქტის დროს 15 ადამიანი დაიღუპა და 120 დაშავდა.

სამართალდამცავების ცნობით, ტერაქტების ორგანიზებაში 12 ადამიანი მონაწილეობდა. ოთხი მათგანი დაკავებულია, 5 კი ლიკვიდირებულია. კიდევ ორი ექსტრემისტი და მათ შორის, თავდასხმის მთავარი ორგანიზატორი აბდელბაკი ეს სეტი ტერაქტებამდე ერთ დღით ადრე დაიღუპნენ ალკანარში მომხდარი აფეთქების დროს. იმ ფურგონის მძღოლი, რომელიც ბარსელონაში გამვლელებს შეეჯახა, 22 წლის მაროკოელი იუნეს აბუიაქუბი 21 აგვისტოს პოლიციის სპეცოპერაციისას მოკლეს.