ზვიად გამსახურდიას ხსოვნას ოპოზიციის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

„ძალა ერთობაშიას” წევრებმა, მთაწმინდის პანთეონში, ზვიად გამსახურდიას საფლავი გვირგვინით შეამკეს და პრეზიდენტის ღვაწლსა და დამსახურებებზე ისაუბრეს.

მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დილიდან რიგითი მოქალაქეებიც იკრიბებიან.