ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის საქმე

ხელისუფლებისგან მეტ აქტიურობასა და მხარდაჭერას ელოდება ოკუპირებული ცხინვალის მიერ გასამართლებული ზაზა გახელაძის ოჯახი. გადაწყვეტილებას კი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯეს, სახაზინო ადვოკატი გაასაჩივრებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ 33 წლის მამაკაცის გასათავისუფლებლად ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს.

ნინო ფისაძე ამ წუთებშიც სოფელ ქვემო ჭალაში იმყოფება და თემაზე საუბარს ახლა ის განაგრძობს.