წაჩხურობა - რელიგიური ტრადიცია სოფელ სალხინოში

ტრადიცია, რომელიც მარტვილში არც დღეს დაირღვა.

წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი დღეს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან ჩასული უშვილო ოჯახებით იყო სავსე. ისინი აღდგომის ყოველ მომდევნო ხუთშაბათს სოფელ სალხინოში მდებარე სასწაულმოქმედ ტაძარში მოსალოცად მიდიან, ეკლესიისკენ გზას ფეხით გადიან და წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს წყალობას სთხოვენ, უშვილო წყვილებისთვის პარაკლისს იხდიან, ტრადიციაა ეკლესიაში მორთული აკვნების მიტანა და მათი კურთხევა.