ვოლოდიმირ ზელენსკი ბალტიისპირეთში

უკრაინის პრეზიდენტი ლატვიაში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა, მოგვიანებით კი უკრაინის პრეზიდენტმა ლატვიელ კოლეგასთან ერთად სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმდინარე ომის მიზნებზე გაამახვილა ყურადღება. მანამდე უკრაინის პრეზიდენტი ლიეტუვასა და ესტონეთშიც იმყოფებოდა. ესტონეთის პრეზიდენტმა ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტალინი 2027 წლამდე უკრაინას მილიარდ ორასი მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას გაუწევს.