ბათუმის შემზარავი ტრაგედიის ერთადერთი გადარჩენილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. 37 წლის ზვიად თავდგირიძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. რაც შეეხება უშუალოდ ტრაგედიის ადგილს და კორპუსს, რომლის ჩამონგრევასაც 9 ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვნების სიცოცხლე ემსხვერპლა, იქ ამ დროისათვის ყველანაირი სამუშაო შეჩერებულია. 26 მაისის ქუჩა ყვავილებით არის სავსე, მოქალაქეები დაღუპულებს მიაგებენ პატივს. მერაბ წულუკიძე ბოლო ინფორმაციით ბათუმიდან.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე