უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას ბელგოროდის ოლქში რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავის, „ილ-76“-ის ჩამოვარდნის თაობაზე. „აშკარაა, რომ რუსები უკრაინელი ტყვეების სიცოცხლით, მათი ახლობლების გრძნობებითა და ჩვენი საზოგადოების ემოციებით თამაშობენ.“- თქვა ზელენსკიმ, უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვა არკვევს ტყვეების ადგილსამყოფელს, თუმცა იმყოფებოდნენ თუ არა ისინი თვითმფრინავში, ამის შესახებ ზელენსკის არაფერი უთქვამს. მისივე განცხადებით, ის უკრაინის სამხედრო ლიდერებსაც ესაუბრა, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის. მისივე თქმით, უკრაინის უშიშროების სამსახური თვითმფრინავის ჩამოვარდნის ყველა გარემოებას იძიებს.