თელავში ინაუგურაციისთვის ემზადებიან

ზუსტად სამ საათში, თელავში საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია დაიწყება.

სალომე ზურაბიშვილი ფიცს ერეკლე მეორის სასახლის ეზოში დადებს.

ცერემონიის მუსიკალურ  გაფორმებაზე თავდაცვის ძალების სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი იზრუნებს.

საქართველოს ჰიმნს ქართული პოლიფონიის საუკეთესო შემსრულებლებისგან გაერთიანებული ანსამბლები შეასრულებენ.