თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

პანდემიამ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფორმატი და განრიგი შეცვალა. ღონიძიებები  20 დეკემბრის ჩათვლით ონლაინ გაიმართება. წლევანდელი კინოფესტივალი სამ ნაწილადაა დაყოფილი და 20 სრულმეტრაჟიანი ფილმი ორ სექციაში იქნება წარმოდგენილი.

ფილმების ჩვენება ონლაინპლატფორმა „ფესტვალ სქოუპზე“ გაიმართება და იქ გაწევრიანება ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა. სხვადასხვა რეჟისორების ნამუშევრებთან ერთად, ფესტივალის ონლაინ სტუმრებს მასტერკლასების ნახვის საშუალებაც ექნებათ.