სინოდის განჩინება

სინოდის განჩინებას აფასებენ პოლიტიკოსები. სინოდის განცხადებას, რომ „ბიბლიური თავისუფლების“ წევრებს ეკრძალებათ ზიარება, ასევე მონაწილეობა სხვა საეკლესიო საიდუმლოებებსა თუ მსახურებაში, ნათლობაში, ჯვრისწერაში, შვიდგზის ზეთიცხებაში – პარტია „გირჩის“ პასუხი მოჰყვა. „გირჩის“ წევრებისთვის გაუგებარია ის პოზიცია, რომელსაც სინოდი აფიქსირებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს საპატრიარქოში არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.

რაც შეეხება დავით გარეჯის თემას, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მოლაპარაკება ნამდვილად 1937-38 წლების რუკებით უნდა მოხდეს და იმედს გამოთქვამენ, რომ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტერთან დაკავშირებული პრობლემები მეზობელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით მოგვარდება.