შსს-მ წითელი ცირკულარით ძებნილი 12 პირი დააკავა

შსს-მ, თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული მოქმედებების შედეგად, 12 ძებნილი პირი დააკავა, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დაკავებულები თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდნენ. მაკა ლაშხია დეტალებით.