შემთხვევა ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში

იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ერთ-ერთ პალატაში ჭერი ჩამოიშალა. შემთხვევის დროს პალატაში ოთხი ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა, არავინ დაშავებულა. მომხდარის შესახებ თვითმხილველებმა ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. შემთხვევის გამო, პაციენტების უკმაყოფილო მშობლებმა კლინიკაში პოლიცია გამოიძახეს. კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ მომხდარის მიზეზი მოკვლევის შემდეგ დადგინდება.