სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი მიმდინარე კვირაში დასრულდება

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი მიმდინარე კვირაში დასრულდება. ამის შესახებ განათლების სამინისტროში აცხადებენ. მათი ინფორმაციით, გრიფირების პროცესი ფინალურ ეტაპზეა და რამდენიმე დღეში გაირკვევა, რომელი სახელმძღვანელოებით ისწავლიან პირველი-მეექვსე კლასების მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან.

შინაარსთან ერთად, წიგნების ტექნიკური მახასიათებლებიც განახლდება – სახელმძღვანელოები მსუბუქი მასალისგან დამზადდება, წებო და საღებავი კი, რომელსაც ბეჭდვისას გამოიყენებენ, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იქნება. სიახლეა ისიც, რომ წიგნები რამდენიმე ნაწილად დაიყოფა და  შედეგად უფრო მსუბუქი გახდება. გრიფირების პროცესის დასრულებამდე იმ წიგნების ჩამონათვალიც გახდება ცნობილი, რომლებმაც გრიფი ვერ მიიღეს.