საჩივარი პროკურატურაში

გიორგი გახარიას გუნდის დაკავებული მხარდამჭერის ადვოკატმა პროკურატურას განცხადებით მიმართა. ზაზა დათუკიშვილი  აცხადებს, რომ მუქარა მის დაცვის ქვეშ მყოფზე პატიმრობაში ყოფნის დროსაც გაგრძელდა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც პოლიციელებს ბარქაია ციხეში გადაჰყავდათ, სამართალდამცველებმა სასამართლოდან გლდანის ციხემდე ბრალდებული შემოვლითი გზით წაიყვანეს და იმ პოლიციელს შეახვედრეს, რომელმაც ადვოკატის თქმით, იარაღი ჩაუდო და სპეცოპერაცია ჩაატარა.

ზაზა დათუკიშვილმა დღეს პროკურატურას მიმართა განცხადებით, რომლითაც მისი განმარტებით, მოითხოვს ზემოაღნიშნულ ფაქტთან და ცეცხლსასროლი იარაღის ჩადების ფაქტზე დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას.