რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, ორჯერ ბალისტიკური საფრთხის გამო უკრაინის ნაწილში საჰაერო განგაში გამოცხადდა. განგაში იყო ოდესის, სუმის, ხარკოვის, მიკოლაევის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და კიროვო-ჰრადის რაიონებში და ის დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მანამდე კი რუსმა სამხედროებმა იერიში დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის რაიონზე მიიტანეს. რუსულმა მხარემ აქ 10-ზე მეტი ჭურვი გაისროლა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშვებულა, თუმცა დაზიანდა 6 კერძო სახლი, ასევე ელექტროგადამცემი ხაზი. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ბრიუსელში ოფიციალურად დაიწყო სკრინინგის პროცესი, რაც საფუძველს უყრის ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს.