რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ქვეყნის საჰაერო ძალები ინფორმაციას რუსეთისგან ფრთოსანი რაკეტების სავარაუდო გაშვების შესახებ ავრცელებენ, რომელიც საფრთხეს სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებს უქმნის. მანამდე რუსულმა მხარემ თავდასხმა ხარკოვის ოლქზეც განახორციელა. ცნობებს ადგილობრივი ხელისუფლება აქვეყნებს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.