რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

საოკუპაციო რეჟიმი უკრაინის ტერიტორიებზე თავდასხმას აგრძელებს. რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონი დაბომბეს. დაღუპულია 11 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი. დაშავდა რვა პირი. დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, რუსეთის ძალებმა რაიონზე „ეს-300“-ის ტიპის რაკეტებით მიიტანეს იერიში. პოკროვსკიზე განხორციელებულ დარტყმას თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მხრიდან ტერორის ყოველ გამოვლინებაზე უკრაინას შესაბამისი პასუხი ექნება.