რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომი გრძელდება უკრაინაშიც. რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქის ქალაქ კონოტოპზე მიიტანეს სარაკეტო დარტყმა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და დაშავდა სამი ადამიანი. ინფორმაციას სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე განცხადებით, სარაკეტო იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ავტომანქანებსაც. ამასთან, კიევში, ზაპოროჟიესა და დნეპრში საჰაერო იერიშები განხორციელდა. უკრაინული მედიის ცნობით, დნეპრში ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრსაც. მანამდე კი, რუსი სამხედროების მიერ ზაპოროჟიეს ოლქზე თავდასხმის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე გარდაცვლილი, ასევე არიან დაშავებულები. ოკუპანტებმა საარტილერიო თავდასხმა მდინარე დნეპრის სანაპირო ზოლზე, ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ ბელენკოეშიც განახორციელეს. რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს ასევე ხერსონში საცხოვრებელ კორპუსებზე. უკრაინული მედიის ცნობით, შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.