რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

გასული ღამის განმავლობაში, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა სუმის რეგიონზე, დაჭრილია ორი ადამიანი. ქალაქ კრივოი როგზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლის რიცხვი კი 74-მდე გაიზარდა, 34 დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია. რუსეთმა მძიმე არტილერიით შეუტია ქალაქ ნიკოპოლსაც, ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. ამასთან ერთად, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 600 რუსი დამპყრობელი და 15 ტანკი.