„რიონის ხეობის მცველების“ აქცია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მოძრაობა „რიონის ხეობის მცველებმა“ აქცია გამართეს. მათ 2022 წელს გაცემული იმ ლიცენზიის გაუქმება მოითხოვეს, რომლის მიხედვითაც, მათივე თქმით, რაჭის ტყეები 49-წლიანი იჯარით ბიზნესმენ დავით ხიდაშელს გადაეცა. აქციის მონაწილეებს პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ რამდენჯერმე მოუწოდა, რის შემდეგაც სამართალდამცაველებმა ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს. მოთხოვნებს შორის ახლა უკვე დაკავებულების გათავისუფლებაცაა. „რიონის … ვრცლად „რიონის ხეობის მცველების“ აქცია