რიკოთზე მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა

რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, დილის 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან 194-ე კმ-მდე გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის. ამავე მონაკვეთზე 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები, რომლებიც პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, გაუჩერებლად და ცალმხრივად იმოძრავებენ.