ქართული მხარე გაეროში რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას გააპროტესტებს
ქართული მხარე გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას, გააპროტესტებს. საუბარია, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხელშეკრულების გაფორმებაზე. მეზობლის აგრესიის შესაჩერებლად, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტიორებისგან რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას ითხოვს. გაეროს ტრიბუნის გარდა, ოკუპაცია და უკანონო ბორდერიზაცია იმ შეხვედრების მთავარი თემაცაა, რომელსაც საგარო საქმეთა მინისტრი უცხოელ კოლეგებთან მართავს. დავით ზალკალიანი უკვე შეხვდა ევროპელ კოლეგებს, რომლებსაც აღნიშნულ პრობლემაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. დაგეგმილია ასევე შეხვედრები გაეროს გენერალურ მდივანთანაც.