პრემიერ-მინისტრი გაერო-ს კონფერენციაზე
საქართველოს პრემიერი თურქმენეთში, ქალაქ ავაზაში, გაერო-ს კონფერენციაში მონაწილეობს. ირაკლი კობახიძე კონფერენციაზე დღეს სიტყვით გამოვა. მანამდე კი მთავრობის მეთაური კონფერენციის ოფიციალურ გახსნას დაესწრო, რომლის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თურქმენეთის პრეზიდენტმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა. ასევე, კონფერენციის ფარგლებში, კობახიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქმენეთის პრეზიდენტთან, აზერბაიჯანის პრემიერთან, უზბეკეთის პრეზიდენტთან და ასევე სომხეთის პრეზიდენტთან.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე